ახალი ამბები

გუბაზ სანიკიძე: უკვე ოჯახები ჩართეს [Video]

27 სექტემბერი, 2012 •
გუბაზ სანიკიძე: უკვე ოჯახები ჩართეს [Video]

“დღევანდელი დღე უფრო სერიოზული გამოდგა, უფრო სერიოზული ფაბრიკაციაა, დღეს უფრო კომბინირებული და რთული, უკვე ოჯახები ჩართეს, ბიძინას ოჯახი ჩართეს, ჩემი ოჯახი ჩართეს, ანუ დაუკრეფავში არიან აბსოლუტურად გადასული, რა თქმა უნდა, ეს არის ფაბრიკაცია, სრული სისულელე. მათ აუცილებლად მოუწევთ სასამართლოში პასუხისგება”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

 

გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გუბაზ სანიკიძე აგინებს ბიძინა ივანიშვილს: 

 

“კახას მე ვუთხარი, რომ ჟოსტკად  ელაპარაკე-თქო მაშინ და კარგად ელაპარაკა, მაგას რაც უფრო წაუწვები, რაზე წაუწვე მაგის დედას შევ***ი, ეგ ვაფშე ვინ ჩემი ყ**ა, თორნიკე ასათიანი არ გაუზრდია მაგას, ბერა გაზარდა, შარტავა იძახის, რომ ეგ არის სისხლის აღრევის შედეგი, ზოოპარკში გინახავს, თეთრი ვეფხვები რომ იბადებიან, სულ ალბინოსები იბადებიან, იმიტომ, რომ და-ძმას შორის ხდება. თავიდანვე ვიცოდი, რა,” – ამბობს სანიკიძე ფარულ აუდიოჩანაწერში.

 

გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუბაზ სანიკიძის ფარული სატელეფონო საუბარი გამოაქვეყნა უშიშროების ყოფილ მინისტრ ვალერი ხაბურძანიასთან, რომელშიც სანიკიძე ხაბურძანიას ე.წ. “კანონიერ ქურდის” გათავისუფლებას თხოვს, რომელიც რუსეთში დაიჭირეს. სანიკიძემ გუშინდელ მასალასაც ფალსიფიკაცია უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი