დღეს, 27 სექტემბერს, ივანიშვილის დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ გამოქვეყნებულ ერთ–ერთ აუდიოჩანაწერში ირაკლი ალასანია ესაუბრება უცნობ პირს. ვიდეოს აწერია, რომ ისინი საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე, თუმცა აუდიოჩანაწერში ივანიშვილის შესახებ არაფერი ისმის:
ალასანია: –რას შვები, ბიჭო?
უცნობი: –რა ვიცი, ბიჭო, შენ რას შვები?
ალასანია: –რა ვქნა მე, წავიდე არ წავიდე ამერიკაში? წავიდე ბრუსელში არ წავიდე ბრუსელში. ეს ვინ არის ბო*ის შვილი ვიყო, გამოვ**ევდი.
უცნობი: –ესეთ დღეში ვარ, დილის ხუთიდან ღამის თორმეტამდე.
ალასანია: –მე რა ვქნა, მე, ვაიმე, რა ყ*ეა…საწყალი.
უცნობი: –არადა, რამდენად ადეკვატურია მაგის ვიზავი, ბაბუ, საქმე ნახეო..ხალხი ქალაქში, ამბავი, აქეთ– იქით, რამე…შემიძლია გავთიბო, შემიძლია არ გავთიბოს ამბავშია.
ალასანია: –მინდოდა მეც მიმესხა, მაგრამ გავჩერდი. მე ისე მივწერე, მე ვუთხარი, ეხლა აზრი არა აქვს წასვლას.
ირაკლი ალასანიას პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ვაკო ავალიანის განცხადებით, მან გავრცელებული აუდიომასალის შესახებ ტელეფონით შეიტყო: “შეხვედრაზე ვართ სოფელ რუხში და მოგვიანებითგ გავერკვევით სიტუაციაში. ამ საუბარში ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ. ეს ჯერ კიდევ საკითხავია, არის თუ არა ირაკლი ალასანია. ჯერ მოვისმენთ დეტალურად და კომენტარს შემდეგ გავაკეთებთ”.








