ახალი ამბები

“უსაფრთხოების გაკვეთილი” 176–ე საჯარო სკოლაში [ფოტო/ვიდეო]

19 დეკემბერი, 2016 • 2947
“უსაფრთხოების გაკვეთილი” 176–ე საჯარო სკოლაში [ფოტო/ვიდეო]

თბილისის 176–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის დღეს პროექტ “უსაფრთხოების ათი გაკვეთილის” ფარგლებში პოლიციელებმა, საგანგებო სიტუაციებისა და 112–ის წარმომადგენლებმა პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებიც დაესწრნენ.

ექსტრემალური უსაფრთხოების გაკვეთილის ჩატარებამდე სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი გზამკვლევის პრეზენტაცია მოეწყო, სადაც მეხუთე კლასის ასაკის ბავშვებისთვის ადაპტირებული სახით არის წარმოდგენილი საგზაო მოძრაობის წესები და საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის ნორმები.

176–ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შს სამინისტრომ ექსტრემალური უსაფრთხოების პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

176–ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შს სამინისტრომ ექსტრემალური უსაფრთხოების პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მინისტრებმა მოსწავლეებს მიმართეს და სპეციალურად მათთვის შექმნილ სახელმძღავნელოს მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, დასავლური ღირებულებების სახელმწიფოს მშენებლობა ამ პატარა ადამიანებიდან, მათი დამოკიდებულებებიდან და გადაწყვეტილებებიდან იწყება:

“ამიტომ ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მათ კარგად გაიაზრონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და კანონისადმი პატივისცემის მნიშვნელობა. ამ მიმართულებით შსს ინტენსიურად მუშაობს და რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის უახლესია “უსაფრთხოების 10 გაკვეთილი”, რომლის ფარგლებში შესაბამისი სახელმძღვანელო შეიქმნა.”

ჯეჯელავა და მღებრიშვილი აკვირდებიან ბავშვებისთვის ჩატარებულ ექსტრემალურ უსაფრთხოების გაკვეთილს, რომელიც 176–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ჯეჯელავა და მღებრიშვილი აკვირდებიან ბავშვებისთვის ჩატარებულ ექსტრემალურ უსაფრთხოების გაკვეთილს, რომელიც 176–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გიორგი მღებრიშვილმა მადლობა გადაუხადა განათლების სამინისტროს ამ პროექტში შეტანილი წვლილისთვის და ბავშვებს, რომლებიც ინტერესით ჩაერთნენ შსს–ს თანამშრომლების მიერ წარმართულ გაკვეთილში “მე ამ პატარების დიდი იმედი მაქვს”.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დადებითად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს. ალექსანდრე ჯეჯელავას ამბობს, რომ ადრეული ასაკიდან უნდა გაიზარდოს ბავშვის ცნობიერება კანონის დაცვასთან დაკავშირებით:

“ძალიან კარგი დღეა და ძალიან კარგი პროექტია. ჩვენი მეხუთე, მეშვიდე და მეცხრეკლასელები ეცნობიან სამართალადმცველების მუშაობას, საგზაო მოძრაობის წესებს, კანონის თავისებურებას, ძალადობასთან ბრძოლის საკითხებს და მაღლდება მათი ცნობიერება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ სკოლაში დღეს ჩვენ სამაგალითო გაკვეთილს დავესწარით. ბავშვებს ძალიან მოსწონთ და აქტიურად არიან ჩართულები.”

განათლების მინისტრის თქმით, პროექტის ფარგლებში ბავშვებს საშუალება ექნებათ, რომ პოლიციისა და სახანძრო მანქანებთან, ასევე, სამართალდამცავი ორგანოებისა და სამაშველო სამსახურების პირად თანამშრომლებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, რაც მათთვის იქნება დაუვიწყარი.

“ჩემი სურვილია, რომ ამ მიმართულებით ყველა ქართულ სკოლაში ტარდებოდეს ასეთი გაკვეთილები. სახელმძღვანელოც არის მომზადებული და მოკლედ, ბავშვები გიჟდებიან, ისე მოსწონთ ეს გაკვეთილები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შსს–ს და პირადად მინისტრს ასეთი ინიციატივისთვის,” – ამბობს ჯეჯელავა.

ბავშვები აკვირდებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილ საჩვენებელ უსაფრთხოების გაკვეთლს. 176–ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის შს სამინისტრომ ექსტრემალური უსაფრთხოების პრაქტიკული გაკვეთილი ჩაატარა. ჯეჯელავა და მღებრიშვილი აკვირდებიან ბავშვებისთვის მოწყობილ ექსტრემალურ სამაშველო ღონისძიებებს, რომელიც 176–ე საჯარო სკოლაში დაიდგა. განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

176–ე საჯარო სკოლის მოსწავლეები აკვირდებიან სპეციალურად მათთვის მოწყობილ საჩვენებელ უსაფრთხოების გაკვეთილს. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

პროექტი “უსაფრთხოების ათი გაკვეთილი” შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. შს სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მასშტაბით 42 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის მიზანია, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. უწყების ცნობით, მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში 10 გაკვეთილს დაესწრებიან; მათ ასევე ჩაუტარდებათ პრაქტიკული ინსტრუქტაჟი, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიწისძვრის, ხანძრის, წყალდიდობის, ავტოსაგზაო შემთხვევისა და სხვადასხვა გადაუდებელი შემთხვევების დროს.

პროგრამაში საგზაო მოძრაობის წესების, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების, ბუნებრივი კატასტროფების დროს რეაგირების გარდა, გარკვეული ნაწილი საზოგადოებაში ქცევის წესებს და მოზარდის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ეთმობა. გზამკვლევში ასევე მოცემულია ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს “112” და როგორ შეუძლიათ ბავშვებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან თანამშრომლობა.

უსაფრთხოების გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავამ და გიორგი მღებრიშვილმა ბავშვებთან, უწყებების წარმომადგენლებთან და 176–ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ჯეჯელავამ და გიორგი მღებრიშვილმა ბავშვებთან, უწყებების წარმომადგენლებთან და 176–ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. თბილისი, ვარკეთილი. 19.12.2016. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი