ახალი ამბები

ლაბორატორია 1918 აქციების ფორმას ცვლის

26 სექტემბერი, 2012 • • 1315
ლაბორატორია 1918 აქციების ფორმას ცვლის

ლაბორატორია 1918 დემონსტრაციებს   და ქუჩის პიკეტირებას  წყვეტს და აქციის ისეთ ფორმებს მიმართავს, როგორიცაა საპროტესტო კონცერტი, პერფორმანსი და სხვა. 

 

ლაბორატორია 1918-ის წევრის, ანი ჭანკოტაძის განცხადებით, პროტესტის ფორმის შეცვლის მიზეზი სტუდენტთა მასობრივი გამოსვლების მთავარი მიზნის მიღწევა  გახდა:

“ჩვენ მოვახერხეთ საკუთარი ძალის დემონსტრირება. ახლა ყველაფერი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანად. ჩატარებული არჩევნების შემდეგ რა მთავრობაც იქნება, იმ მთავრობას წავუყენებთ მოთხოვნას, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და შეიცვალოს ასეთი დანაშაულებრივი სისტემა”- აღნიშნავს ანი ჭანკოტაძე.

 
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორია 1918 მასოვბრივ აქციებს რამდენიმე დღე აღარ დაგეგმავს, სტუდენტური გაერთიანება მხარს უჭერს ყველა ჯგუფს და ორგანიზაციას, რომელიც სისტემური ძალადობის წინააღმდეგ გამოდის და სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს. 

“მათ შორის მხარს ვუჭერთ ხვალინდელ აქციას, რომლის ორგანიატორიც არის დავითიანი”.

 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტების მონაწილეობით მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც  ტელეკომპანია “მაესტრომ” პატიმართა წამების ამსახველი კადრები 18 სექტემბერს გაავრცელა. სტუდენტები აქციებს მართავდნენ–  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილარმონიასთან, გლდანის მერვე საპყრობილესთან, კანცელარიასთან და სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებებთან.  სტუდენტები გმობენ ძალადობას და მოითხოვენ იმ პირთა დასჯას, ვინც პასუხს აგებს ძალადობრივი სისტემის ფორმირებაზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი