ახალი ამბები

ავსტრალიაში ნაძვის ხეზე შემოხვეული შხამიანი გველი იპოვეს

19 დეკემბერი, 2016 • 2272
ავსტრალიაში ნაძვის ხეზე შემოხვეული შხამიანი გველი იპოვეს

ავსტრალიაში, ქალაქ მელბურნში მცხოვრებმა ქალმა საკუთარ ნაძვის ხეზე შემოხვეული 1 მეტრის სიგრძის ვეფხვისებური გველი (Notechis scutatus) აღმოაჩინა. ვეფხვისებური გველი, რომელიც ავსტრალიასა და ტასმანიაშია გავრცელებული, მომაკვდინებელი შხამის მქონეა.

მან დახმარებისთვის გველების დამჭერს, ბარი გოლდსმიტს დაურეკა. როგორც გოლდსმიტმა CNN-თან საუბრისას განაცხადა, ეს ავსტრალიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში გველის სახეობაა.

“დღეს დილით შერილმა ადრეული საშობაო სიურპრიზი მიიღო, როდესაც ნახა, რომ მის ნაძვის ხეს ახალი დეკორაცია დაემატა. იგი პანიკაში არ ჩავარდნილა, ნაძვის ხეს ფოტო გადაუღო და გველების დამჭერს გაუგზავნა. 20 წუთის შემდეგ გველი უკვე ტომარაში მყავდა,”- წერია გველების დამჭერი კომპანიის ფეისბუკის გვერდზე.

BBC-ის ცნობით, დაჭერის შემდგე გველი უკან, ბუნებაში დააბუნეს.

გველების დამჭერის, ბარი გოლდსმიტის განცხადებით, მას გველები ძალაინ ბევრ უჩვეულო ადგილას უპოვნია, მათ შორის, ჩექმებში, სამზარეულოს კარადებში, სარეცხ მანქანებში, ტუალეტებში და სამზარეულოს კარადებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი