ახალი ამბებიეკონომიკა

თბილისში, კოსტავას ქუჩის #59-ში სასტუმრო “ჰილტონი” განთავსდება

19 დეკემბერი, 2016 • 6311
თბილისში, კოსტავას ქუჩის #59-ში სასტუმრო “ჰილტონი” განთავსდება

19 დეკემებერს კომპანიამ Hilton Hotels & Resorts ოფიციალურად გააფორმა მმართველობის ხელშეკრულება კონპანიასთან „გრანატი“ და ამით დააანონსა სასტუმროს ახალი ფილიალის გახსნა თბილისში. კომპანიის ინფორმაციით, “ჰილტონის” თბილისის სასტუმროს 206 ნომერი ექნება და სტუმრებს 2019 წლიდან უმასპინძლებს.

ასევე, მათი ცნობით, ისტორიულ შენობას, რომელიც კოსტავას 59-ში მდებარეობს, სრულად შეუნარჩუნდება პირვანდელი ფასადი, რომელიც ჰილტონის დიზაინის ნაწილი გახდება. ნაგებობას დაემატება შუშის დაშენება, სადაც სასტუმროს ბარი და სპა-ცენტრი განთავსდება.

თბილისის მაცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ჰილტონის რესტორნით, ლობი ბარითა და ქუჩის კაფეთი. სასტუმროში ასევე გათვალისწინებულია 1,000 კვ.მ. ფართის საკონფერენციო და წვეულებების დარბაზი.

Hilton Hotels & Resorts ამჟამად 18 ახალი ფილიალის განვითარებაზე მუშაობს. 2015 წელს ამ ქსელს ბათუმიც შეუერთდა. საგულისხმოა, რომ თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე უკვე მიმდინარეობს Hilton Garden Inn- ის მშენებლობა, რომელიც 2018 წელს დასრულდება.

ჰილტონის სასტუმროების ქსელი 4,800-ზე მეტ ფილიალს ფლობს. ჰილტონს სასტუმრო მომსახურების 97-წლიანი ისტორია აქვს. მის პორტფოლიოში შედის 13 მსოფლიო კლასის გლობალური ბრენდი.

მასალების გადაბეჭდვის წესი