ახალი ამბები

ქართული ოცნება: კახეთში ‘ნაციონალები ცდილობდნენ ივანიშვილის შეხვედრების ჩაშლას

26 სექტემბერი, 2012 • • 1148
ქართული ოცნება: კახეთში ‘ნაციონალები ცდილობდნენ ივანიშვილის შეხვედრების ჩაშლას

მისი განცხადებით, ამ წუთებში პოლიციამ განმუხტა სიტუაცია.

“პოლიცია ჩავაყენეთ. მათ ვთხოვეთ, რომ ჩვენს მომხრეებსა და “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს შორის ჩამდგარიყვნენ. ახლა, ამჟამად სიტუაცია განიმუხტა. “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეები მოედნის მეორე მხარეს დგანან თავისთვის, შუაში დაახლოებით 20–მდე პოლიციელია და აქეთ ჩვენი მიტინგი მიმდინარეობს”, – ამბობს ქადაგიშვილი.

მისი შეფასებით, ჩაშლის მცდელობების მიუხედავად, ივანიშვილის შეხვედრები მოსახლეობასთან კარგად წარიმართა.

“კახეთში მიმდინარეობდა ჩვენი წინასაარჩევნო შეხვედრები ძალიან კარგად, თუმცა, “ნაციონალური მოძრაობა” აკეთებდა ესეთ რამეს, რომ ბავშვებს აყვირებდა– “მიშა”, “მიშა”, ან თხუტმეტი მანქანისგან შემდგარი კოლონით ასიგნალებდნენ, რომ ჩაეშალათ შეხვედრები. თუმცა, ამ მცდელობების მიუხედავად, შეხვედრები ჩატარდა ძალიან მაღალ დონეზე. მათ მთელ რაიონს გააგებინეს, რომ ბიძინა ჩამოდის. უფასო რეკლამა გაგვიწიეს ამ აჟიოტაჟით”, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი