ახალი ამბები

აფეთქება თურქეთის ქალაქ კაისერიში – დაღუპულია 13 ჯარისკაცი

17 დეკემბერი, 2016 • 5222
აფეთქება თურქეთის ქალაქ კაისერიში – დაღუპულია 13 ჯარისკაცი

თურქეთის ქალაქ კაისერში ჯარისკაცებით სავსე ავტობუსთან ახლოს სამანქანო ბომბის აფეთქებას 13 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 48 ადამიანი.

როგორც თურქეთის ვიცეპრემიერმა განაცხადა, 17 დეკემბრის ინციდენტი ძალიან ჰგავს ერთი კვირით ადრე, 10 დეკემბერს, სტამბულში მომხდარ თავდასხმას, რომელიც, მისი თქმით, ქურთი მილიტარისტების მიერ იყო ორგანიზებული.

პრემიერ-მინისტრის ოფისმა კი მედიას მოუწოდა, თავი შეეკავებინათ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისაგან, რამაც შესაძლოა “საზოგადოებაში შიში, პანიკა და არეულობა გამოიწვიოს და ტერორისტულ ორგანიზაციებს მიზნის მიღწევაში შეუწყოს ხელი”, – წერს “ესოშიეითიდ პრესი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი