საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 8+1 საგამოცდო მოდელში სიახლეებია.
ამ მოდელის შესაბამისად, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ვალდებულია 8 საგანში ჩააბაროს გამოცდა. გარდა ამისა, სააბიტურიენტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე სურვილისამებრ ირჩევს საბაკალავრო პროგრამებს და დამატებით აბარებს ზოგადი უნარების გამოცდას.
“გამოცდებს მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით ჩააბარებენ; ქართულისა და უცხო ენის წერითი დავალებები ქაღალდზე შესრულდება; უცხოური ენების საგამოცდო ფორმატს მოსმენის (Listening)-ის კომპონენტი დაემატება; ერთიანი ეროვნული გამოცდები სკოლებში სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება; სექტემბრის ბოლოს საგამოცდო პროგრამები გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება; აბიტურიენტები რეგისტრაციას თავად გაივლიან და 20 სასურველი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ,”- აცხადებენ სამინისტროში.








