ახალი ამბები

ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრის ადგილსამყოფელი არ იციან

25 სექტემბერი, 2012 •
ხიდაშელის საარჩევნო შტაბის წევრის ადგილსამყოფელი არ იციან
როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის საგარეჯოს რაიონში, თინათინ ხიდაშელის საარჩევნო შტაბში აცხადებენ,  სოფელ წყაროსთავის შტაბის წევრი ზაქარია გაგნიაშვილი პოლიციამ დააკავა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია. 

“დღეს, 25 სექტემბერს საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში თინათინ ხიდაშელის შტაბის კიდევ ერთი წევრი ზაქარია გაგნიაშვილი დააკავეს.
დაკავება დილის 2 საათზე სოფელში მოხდა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სამმა პოლიციელმა იძულებით ჩასვა მანქანაში. მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის სამი პიკაპი ოფისის გარშემო დადიოდა და შტაბის სხვა წევრების დაკავებას ცდილობდა. ამ დრომდე უცნობია მისი ადგილსამყოველი და დაკავების მიზეზი. “ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა საგარეჯოს შტაბის წევრების უმიზეზოდ დაკავების,”- აცხადებენ შტაბში. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი