ახალი ამბები

სანდრო ცაგარელი: ჩემს დაკავებას ვუკავშირებ სტუდენტურ აქციებს

25 სექტემბერი, 2012 • • 1047
სანდრო ცაგარელი: ჩემს დაკავებას ვუკავშირებ სტუდენტურ აქციებს

“ასევე დაირღვა სასამართლოს საჯაროობის პრინციპი, რადგან სანდროს ოჯახის წევრები და მშობლებიც კი მხოლოდ ჩვენი მოთხოვნის შემდეგ დაუშვეს დარბაზში. გადაწყვეტილება სავარაუდოდ გასარჩივდება,” – განაცხადა ადვოკატმა. 

 

თავად სანდრო ცაგარელი აცხადებს, რომ მისი დაკავების შემდეგ, 40 წუთის მანძილზე პატრულის თანამშრომლები თავად არკვევდნენ, თუ რისთვის დააკავეს იგი:

 

“დაკავებიდან გამოშვებამდე ჩემს მიმართ არ ყოფილა არანაირი სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩემს დაკავებას ვუკავშირებ სტუდენტურ აქციებს. აქციაზე ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებდი, მათ კი ასეთი ადამიანები არ აწყობთ, მე, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობის მიღებას გავაგრძელებ.”

 

შეგახსენებთ, რომ სანდრო ცაგარელი – “ლაბორატორია 1918”-ის წევრი, რომელიც სტუდენტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორია, დღეს გაასამართლეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და მას მოსამართლე კობა გოცირიძემ 400–ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

 

სანდრო ცაგარელი გუშინ ღამით, დაახლოებით 00:40 საათზე დააკავეს თსუ-ს მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების თქმით, ის შინ ბრუნდებოდა, კერძოდ, ტაქსს აჩერებდა, როცა პატრულმა დააკავა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი