ახალი ამბებიტექნოლოგიები

ფეისბუკი გეგმავს, ლაივ რეჟიმში სატელევიზიო ფორმატის შოუები უჩვენოს

15 დეკემბერი, 2016 • 2538
ფეისბუკი გეგმავს, ლაივ რეჟიმში სატელევიზიო ფორმატის შოუები უჩვენოს

სოციალურ ქსელ “ფეისბკუს” სურს, რომ მომხმარებელს სატელევიზიო ფორმატის მასგავსი შოუები შესთავაზოს და ლიცენზიების შესასყიდად მოლაპარაკებებს სხვადასხვა სტუდიასთან აწარმოებს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Money ავრცელებს.

როგორც CNN წერს, კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჰოლივუდის სტუდიებთან და სხვა პროდიუსერებთან აუდივიზუალური პროდუქციის და სპორტულ კონტენტზე საავტორო უფლებების შესახებ ლიცენზიის მოსაპოვებლად. რაც ნიშნავს, რომ ორიგინალური სიტუაციური კომედიები, მხატვრული დრამები, სპორტული ღონისძიებები და სხვა ამ ტიპის პროგრამები მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება პირველად ფეისბუკში გამოჩნდეს.

“ამ ეტაპისათვის ფეისბუკი ამას როგორც ექსპერიმენტს ისე განიხილავს. ფეისბუკმა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობა მისცა მომხმარებელს და მისი პიპულარობის გასაზრდელად ახალი ამბების ორგანიზაციებსა და მედიაკომპანიებს ფული გადაუხადა. ახლა ფეისბუკს სურს, რომ ლაივ რეჟიმში უკვე წინასწარ გადაღებული და “დადგმული” მასალა გაუშვას. მიზანი კი კვლავ იგივე რჩება – კიდევ უფრო მეტი დრო გაატაროს მომხმარებელმა სოციალურ ქსელში,” – წერს CNN.

ფეისბუკის პრეს-სპიკერმა CCN-თან დაადასტურა, რომ მოალაპრაკებები მიმდინარეობს კომპანიებს შორის.

The Hollywood Reporter ასევე წერს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტულად რომელ სტუდიებთან, ამაზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. გამოცემის ცნობით, ეს იდეა ჯერ კიდევ ფეისბუკის ვიდეო ტაბის* შექმნის დროს განიხილებოდა და ახლა ფინანსების დიდი ნაწილი სწორედ ტაბის პოპულარობის გაზრდისკენაა მიმართული. ვიდეო ტაბზე ფეისბუკში მაშინ ხვდებით, როდესაც ვიდეოს რთავთ და მუქ ფონზე მხოლოდ ვიდეოების ზონაში გადადიხართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი