ნეტგაზეთი | ვარკეთილის, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებზე მოძრაობა აღდგა ვარკეთილის, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებზე მოძრაობა აღდგა – Netgazeti
RU | GE  

ვარკეთილის, სამგორისა და ისნის მეტროსადგურებზე მოძრაობა აღდგა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, თბილისის მეტროს პირველი ხაზის ყველა სადგურზე 11:18  საათიდან სრულად აღდგა მოძრაობა. მათი განცხადებით, ამ ეტაპზე მეტროს ყველა სადგური შეუფერხებლად ემსახურება მგზავრებს.

“მოძრაობა სრულად აღდგა მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერტიულად მოხდა მეტროსადგურ “სამგორში” არსებული ძაბვის მიწოდების პრობლემის აღმოფხვრა,” – აცხადებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

დღეს დილით ისნის, სამგორისა და ვარკეთილის მეტროსადგურებში მუშაობა შეჩერდა. 09:55 საათზე სადგურ “სამგორში”, საკონტაქტო რელსზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო, პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობდნენ ზონურად, “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.