ახალი ამბები

მესტიაში აქცია მეუფის მოწოდებით დაიშალა

23 სექტემბერი, 2012 • 1389
მესტიაში აქცია მეუფის მოწოდებით დაიშალა

ხორგუანის თქმით, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე ილიარიონი მივიდა აქციის მონაწილეებთან, მოუწოდა მათ სიმშვიდისკენ და ამის შემდეგ შეკრებილმა მოქალაქეებმა გზა გახსნეს.

 

შეგახსენებთ, რომ კახა ჟორჟლიანი არის კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში და ამავე დროს კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატის საარჩვნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. იგი დღეს, 23 სექტემბერს, დილით წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. ჟორჟოლიანის მეუღლის, “საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველოს” ყოფილი თანამშრომლის, ნინა ხატისკაცის თქმით, მისი მეუღლე პოლიტიკური ნიშნით დააპტიმრეს, ამ წუთებში კახა ჟორჟოლიანი ზუგდიდში გადაჰყავთ, სადაც მისი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. 

მეუფე ილარიონი
მეუფე ილარიონი

მასალების გადაბეჭდვის წესი