ხატისკაცის თქმით, საოლქო კომისიის სხდომაზე, სადაც მიიღეს მესტიაში სპეცუბნების დამატების შესახებ გადაწყვეტილება, რომელიც მოგვიანებით ცესკო–მ გააუქმა, კახა ჟორჟოლიანს სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა არჩილ სოფრომაძესთან. ხატისკაცი ამბობს, რომ  სოფრომაძე საჩივარში მიუთითებს, თითქოს ჟორჟოლიანი ხელს უშლიდა სხდომის ჩატარებას.

 

“საარჩევნო კოდექსით, ამ შემთხვევაში პირი, რომელიც ხელს უშლის სხდომის ჩატყარებას, უნდა გააძევონ სხდომიდან. ამის ნაცვლად მათ წვრილმანი ხულიგნობა გააფორმეს და ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაკავება”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი.

 

მისი ინფორმაციით, კახა ჟორჟოლიანი მესტიიდან ზუგდიდში უნდა გადაიყვანონ, სადაც სასამართთლო პროცსი უნდა გაიმართოს, თუმცა, როგორც ხატისკაცი აცხადებს, ამ წუთებში მესტიაში “ქართული ოცნების” აქტივისტებს პროტესტის ნიშნად გზები გადაკეტილი აქვთ, რის გამოც ჟორჟოლიანის ზუგდიდში გადაყვანა ვერ ხერხდება.

 

ჟორჟოლიანისთვის წაყენებული ბრალდება ითავლისწინებს 100–ლარიან ჯარიმას, ან 90 დღემდე პატიმრობას.

 

გადაკეტილი გზა მესტიაში/ფოტო: ნინა ხატისკაცი
გადაკეტილი გზა მესტიაში/ფოტო: ნინა ხატისკაცი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *