ახალი ამბები

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

12 დეკემბერი, 2016 • 2105
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დაწესებული რეჟიმები მოიხსნა, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მოხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი