ახალი ამბები

CNN: თურქეთში მომხდარ ორ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 166 დაშავდა

11 დეკემბერი, 2016 • 2751
CNN: თურქეთში მომხდარ ორ აფეთქებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, 166 დაშავდა

CNN-ის ცნობით, სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებას 38 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 155 დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას აუღია, ქვეყანაში გლოვაა გამოცხადებული.

10 დეკემბერს,  თბილისის დროით დაახლოებით 23:30 საათზე საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშის” მოედანთან ახლოს მანქანაში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, ხოლო ერთი წუთის შემდეგ თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

პრემიერ-მინიტრის მოადგილის, ნუმან კურტულმუშის თქმით, დადასტურებული არაა, თუმცა აფეთქბებზე პასუხისმგებელი, სავარაუდოდ, ქურდისტანის მუშათა პარტიაა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, გარდაცვლილთაგან 27 პოლიციელია, ხოლო 2 მოქალაქე. მისივე თქმით,  აფეთქებების შემდეგ სამართალდაცავებმა ოპერაცია ჩაატარეს და 10 ეჭვმიტანილი დააკავეს.  მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თვითმკვლელობა “ისლამური სახელმწიფოს” ხელწერაა.

სტამბოლის ისტორიულ ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+90 541) 818 44 00. ასევე 24-საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50.

“სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზეა თურქეთის საგანგებო სიტუაციებზე პირველადი რეაგირების ჯგუფთან. თურქული მხარე ამ ეტაპზე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს,” – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი