ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის” “ბოლო მშვიდობიანი აქცია” ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

10 დეკემბერი, 2016 • 3409
“თეთრი ხმაურის” “ბოლო მშვიდობიანი აქცია” ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით [ფოტო/ვიდეო]

“თეთრი ხმაურის მოძროაბის” აქცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით 10 დეკემბერს ხმაურით დაიწყო — მოძრაობის მხარდამჭერები სიმრავლის გამო ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადავიდნენ, რამაც რუსთაველის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეაფერხა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს სამანქანო გზის გათავისუფლება მოსთხოვა და მათ ტროტუარისკენ უბიძგა, რასაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის  დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ ორი აქტივისტი დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გამოძიება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს. ერთ-ერთი დაკავებული არის არასამთავრობო ორგანიზაცია, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) მკვლევარი, შოთა ხინჩა. 10 დეკემბრის 20 საათის მდგომარეობით, ისინი ვარკეთილის პოლიციის შენობაში იმყოფებოდნენ. როგორც EMC-ის თანამშრომლები ამბობენ, ისინი პოლიციის განყოფილებაში არ შეუშვეს, ხოლო ომბუდსმენის წარმომადგენელს გვიან მისცეს შესვლის საშუალება. 20:30 საათის მდგომარეობით, როგორც EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე გვაცნობებს, დაკავებულები დიღომში, დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან.

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” მოუწოდებს ახალი მოწვევის პარლამენტს და მასში შემავალ პოლიტიკურ პარტიებს, დაიწყონ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. აქციის მთავარი მოთხოვნა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო პოლიტიკის ჯანდაცვის მიდგომებით ჩანაცვლებაა.

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” განცხადებით, აქციის თარიღი (10 დეკემბერი) სიმბოლურია.  მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს თარიღი, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორის დღე, უნდა იქცეს 10-წლიანი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის სიმბოლური დასასრულის დღედ”.

“მთავარი მოთხოვნაა, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ნარკომომხმარებლების სამართლებრივი დევნა. ხელისუფლებამ შეასრულოს თავისი დანაპირები, რითაც 4 წლის წინ მოვიდა. მათ პროგრამაში ეწერა, რომ მოხდებოდა ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაცია, თუმცა შესაბამისი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. დღეს ჩვენ გამოვედით ამ დრაკონული პოლიტიკის გასაპროტესტებლად, თუმცა პოლიციამ არ მოგვცა საშუალება დაგვეკავებინა სამანქანო ნაწილი. პოლიცია გადმოვიდა შეტევაზე, პირდაპირ აგრესიაზე, ცდილობდნენ, დაეკავებინათ ადამიანები, თუმცა ჩვენ ამის საშუალება არ მივეცით, ამ ბრძოლას ჩვენ არ შევწყვეტთ და ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ”, – უთხრა ნეტგაზეთს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ-ერთმა აქტივისტმა, ქეთა გაბუნიამ.

აქციაზე იმყოფებოდა ისნის მაჟორიტარი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან”, ლევან გოგიჩაიშვილი, თუმცა იგი სიტყვით არ გამოსულა. აქციაზე ასევე იმყოფებოდა “ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ ჯაფარიძე, თუმცა არც ის გამოსულა სიტყვით. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს “თეთრი ხმაურის” აქტივისტებმა, პაატა საბელაშვილმა და ბექა წიქარიშვილმა, მოძრაობა “2 ივნისის” წარმომადგენელმა, მიშა მშვილდაძემ, “ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის” წარმომადგენელმა, კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ. ყველა მათგანი მხარდაჭერას უცხადებდა აქციის მოთხოვნებს.

როგორც “თეთრი ხმაურის” კიდევ ერთმა აქტივისტმა, ნაჯა ორაშვილმა, თავის გამოსვლაში თქვა, 10 დეკემბრის აქცია უნდა ყოფილიყო ბოლო მშვიდობიანი აქცია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. “ეს ომი მათ წაგებული აქვთ, დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია”, – ამბობდნენ აქტივისტები.

19:00 საათისათვის აქციის მონაწილეებმა თანდათანობით დაშლა დაიწყეს. “თეთრი ხმაურის” აქტივისტები აპირებენ, დაკავებულებთან სოლიდარობის გამოსახატავად მივიდნენ.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით 5 საათიდან დაიწყო. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები სიმრავლის გამო ტროტუარიდან სავალ ნაწილზე გადავიდნენ, პოლიციამ მათ ტროტუარზე დაბრუნება მოსთხოვა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით დასრულდა ერეკლე დეისაძის ახალი სიმღერის შესრულებით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან თბილისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით . 12.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მასალების გადაბეჭდვის წესი