ონიანის მოსანახულებლად დედა რუსთავის ციხეში მივიდა, სადაც მას განუცხადეს, რომ მისი შვილი ღუდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი, თუმცა ქალბატონი აცხადებს, რომ მისი შვილი გარდაცვლილია და სწორედ ამიტომ მოხდა მისი გადაყვანა ღუდუშაურის კლინიკაში.
დიმიტრი ონიანი საკუთარი მამის – ივანე ონიანის მკვლელობისთვის იხდის სასჯელს და 13– წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. იგი გახლავთ ბიზნესმენ ფადი ასლის ცოლის ძმა.
დიმიტრი ონიანის დედა – მარინა დამენია ინფორმაციის გადასამოწმებლად რუსთავის ციხიდან ღუდუშაურის კლინიკაში წავიდა. “ნეტგაზეთი” დამატებით დეტალებს შემოგთავაზებთ.

