10 დეკემბერს თბილისში ავტომოყვარულებმა, ავტომობილების იმპორტიორებმა, დილერებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა დიღმიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს. მსვლელობა 3 საათზე დაიწყო და 4-ზე რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა, სადაც მსვლელობის მონაწილეებმა ავტომობილით რამდენმე წრე დაარტყეს. აქციის მონაწილეებმა ამ გზით მთვრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი:
”ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პირობების ფონზე, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მეტად გაღარიბებას და სამუშაო ადგილების დაკარგვას ავტოიმპორტიორებში” – ამბობენ აქციის მონაწილეები.