გთავაზობთ 10 დეკემბერს, შაბათს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:00 მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში – ტექნოპარკი (მის. ოქროყანა, ინოვაციების ქუჩა 7), საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ინტერდისციპლინური ბიზნესისგანვითარების სემინარი TeamLab Georgia გაიმართება.
11:00 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.
13:00 სახალხო დამცველი მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუჩის აქციას გამართავს.
13.00 თბილისის სოლიდარობის ქსელი შავი ზღვის უნივერსიტეტში შრომის უფლებებზე დისკუსიას გამართავს.
14.00 თბილისში, დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ისინი აპროტესტებენ აქციზის გაძვირებას საწვავზე, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების განბაჟების გასამმაგებას. აქციის მონაწილეები 15 საათზე მოაწყობენ მსვლელობას და გაემართებიან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით. თბილისში პარლამენტის შენობის წინ კი მოეწყობა საპროტესტო აქცია -პერფომანსი.
17.00 “გაბედე დეკრიმინალიზაცია”, – ამ მოწოდებით თბილისში, საქართველოს პარლამენტთან აქცია გაიმართება, რომელიც 3 საათს გაგრძელდება.
18:00სთ-ზე, დეპუტატ ელენე ხოშტარიას ვაკის ოფისში გაიმართება ფატიჰ აკინის ფილმის “თავით კედელზე” კინოჩვენება და დისკუსია. თემა – ქალებზე ძალადობა.