ახალი ამბები

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სააკაშვილი სტუდენტების აქციის ფონზე გახსნის

21 სექტემბერი, 2012 •
ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სააკაშვილი სტუდენტების აქციის ფონზე გახსნის

„მე, როგორც წარჩინებულ სტუდენტს, რომელიც ტექნიკური მიმართულებით სწავლობს, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დამიკავრშირდა და გახსნაზე მიმიწვია. გახსნის ზუსტი დრო არ ვიცი, სავარაუდოდ 12 საათზე იქნება,“  – აღნიშნა „ბათუმელებთან” შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრმა, თომა ხალვაშმა.  

 

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები კი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნის პარალელურად მდუმარე აქციის გამართვას აპირებენ: 

 

„თვითმმართველობა აპირებს სტუდენტების მობილიზაციას პრეზიდენტთან შესახვედრად, საწინააღმდეგოდ ამისა, სტუდენტთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ხვალ, დილის 10:00 საათზე უნივერსიტეტთან იწყება მდუმარე აქცია”, – ამ განცხადებას სტუდენტური პროტესტის ორგანიზატორები ავრცელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი