ახალი ამბები

გიორგი კაკაურიძე: ყოველ მესამე პირზე ერთი მანქანა მოდის, რაც საკმაოდ დიდია მაჩვენებელია

9 დეკემბერი, 2016 • 7320
გიორგი კაკაურიძე:  ყოველ მესამე  პირზე ერთი მანქანა მოდის, რაც საკმაოდ დიდია მაჩვენებელია

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ავტომობილის აქციზის საფასურის ზრდა იმპორტის რაოდენობას შეამცირებს.  ამის შესახებ მან პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2017 წლის ბიუეჯტის საბოლოო პროექტს განიხილავენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში შემოსული მანქანქების 90 % ათზე მეტი წლისაა, რაც მისი აზრით, ეკოლოგიისთვის კარგი არ არის:

“ავტომობილების აქციზის საფასურის ზრდა ნამდვილად შეამცირებს იმპორტს. დღეს მილიონ ორასი ათასზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, როცა მოსახლეობის რაოდენობა სამი მილიონია. ანუ ყოველ მესამე  პირზე ერთი მანქანა მოდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია არა მარტო ჩვენი მეზობლის, არამედ გაცილებით დიდი ეკონომიკის მქონე 2 ქვეყნებისთვის. სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი ციფრია და ის, რომ შედარებით ნაკლები მანქანა შემოვა, იმას ნიშნავს, რომ ვისაც ყიდვა ენდომება, შედარებით ახალ მანქანას იყიდის. ”

პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით,  ძვირდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი [სამჯერ] ავტომობილების, საწვავის  და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, რაც ავტომატურად გამოიწვევს  ავტომანქანების გაძვირებას.

ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ .

მასალების გადაბეჭდვის წესი