ამ წუთებში საპყრობილედან გაათავისუფლეს მსჯავრდებული ნიკოლოზ პარკაული ჯანმრთელობის გაუარესების გამო, მას 11 წელი ჰქონდა მისჯილი და 8 წელი ჰქონდა დარჩენილი.
ამ დროისთვის ჟურნალისტები გლდანის ციხესთან, ციხის პერიმეტრს გარეთ არიან შეკრებილნი. ადგილზე რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.
ცოტა ხნის წინ საპყრობილედან გამოვიდა პატიმარ მალხაზ არქანიას და – ნინო არქანია, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა:
“ჩემი ძმა ადამიანს აღარ ჰგავს, წელიწადი და 8 თვე შუქი არ ჩამქრალა ჩვენს საკანში, ისე მეძინაო. ახლა სიტუაცია მთლიანად შეცვლილია და ძალიან იმედიანად ვართო. ხალხს მიმართა, არ მიგვატოვოთო.”