ახალი ამბები

არასამთავრობოები ახალაიას დასჯას, ადეიშვილისა და ზოდელავას გადადგომას მოითხოვენ

21 სექტემბერი, 2012 •
არასამთავრობოები ახალაიას დასჯას, ადეიშვილისა და ზოდელავას გადადგომას მოითხოვენ

“საქართველოში არსებული ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის პირობებში ლოგიკურია დაიწყოს გამოძიება, რომელიც  დაინტერესდება პირადად მისი ბრალეულობის საკითხით, რადგანაც, როგორც მრავალჯერ აღვნიშნეთ, მის სახელთან უშუალოდ არის დაკავშირებული პენიტენციურ სისტემაში არაადამიანური მოპყრობის მეთოდების დამკვიდრება და ადამიანის უფლებების უხეში და მასიური დარღვევები. შესაბამისად, ბაჩო ახალაიას მხოლოდ თანამდებობიდან გადადგომა ვერ იქნება საკმარისი და პროპორციული ღონისძიება.

 

ამასთან, ხელისუფლება კვლავ უგულვებელყოფს არასამთავრობო ორგანიზიების მოთხოვნას მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, რადგანაც თანამდებობებზე კვლავაც რჩებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, რომლებიც წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე ტოვებდნენ საბყრობილოებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და რომელთაც უშუალო გავლენა შეუძლიათ მოახდინონ გამოძიების პროცესზე. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შეუძლებელია ამგვარი სისტემური ხასიათის დანაშაულის არსებობის პირობებში ეს ფაქტები მათთვის ცნობილი არ ყოფილიყო”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო (OSGF)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI)

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

საზოგადოებრივი დამცველი

ახალი თაობა ახალი ინიციატივა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი „ნდობა“

ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ქალთა   განათლებისა და ინფორმაციის  საერთაშორისო  ცენტრი 

ქალთა საგანმანათლებლო ცენტრი ,,თორი

ინვალიდ მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირი

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი

კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი

კულტურულჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი

ადამიანის ჰარმონიული განვითარების საზოგადოება

გენდერი სოციალურეკონომიკურ განვითარებაში 

 

სახელოსნო ,,ფესვები

საერთაშორისო ასოციაცია ქალთა მოძრაობა თანასწორობისათვის”

მასალების გადაბეჭდვის წესი