ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატი გადაყვანილ პატიმართა სიას აქვეყნებს

21 სექტემბერი, 2012 •
სახალხო დამცველის აპარატი გადაყვანილ პატიმართა სიას აქვეყნებს

“გლდანის #8 საპყრობილესთან შეკრებილი პატიმართა ოჯახის წევრების განმარტებით, 20 სექტემბერს დაწესებულებიდან გავიდა “ეტაპის მანქანა”, რამაც გაურკვევლობა გამოიწვია, თუ სად მოხდა პატიმართა ეტაპირება. უპირველეს ყოვლისა ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 20 სექტემბერს პატიმართა გადაყვანა მოხდა არა მერვე, არამედ #18 სამკურნალო დწესებულებიდან, სასჯელის მოხდის ადგილებზე. საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კანონის დაცვით ვაქვეყნებთ #18 სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ სიას”-აღნიშნულია განცხადებაში.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მონიტორინგს, 20 სექტემბერს ჯგუფი მერვე საპყრობილეში იმყოფებოდა ვითარების შესასწავლად.  

 ” პატიმრებმა განაცხადეს, რომ უკანანსკნელ დღეებში მათ მიმართ რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ამავდროულად, პროტესტს და აღშფოთებას გამოთქვამენ მათ მიმართ #8 დაწესებულებაში სხვადასხვა დროს არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით  და ითხოვენ მოძალადე პირების დასჯას”. 

პატიმრების თხოვნაა დღე-ღამის განმავლობაში არ გაეთიშოთ რადიო.  განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 სექტემბრის ღამეს, #8 საპყრობილეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი