ახალი ამბები

სტუდენტების აქცია გლდანის ციხესთან

21 სექტემბერი, 2012 •
სტუდენტების აქცია გლდანის ციხესთან

სტუდენტების თქმით, ისინი მოითხოვენ ბაჩო ახალაიას დასჯას. მათი განცხადებით, ამისთვის მათ ხელისუფლებას გუშინ 24– საათიანი ვადა მისცეს. მათი თქმით, თუკი ეს მოთხოვნა დღეს, ღამის 12 საათამდე არ შესრულდება, ხვალ ფართომასშტაბიანი და უფრო ქმედითი აქცია გაიმართება პრეზიდენტის რეზიდენციასთან.

 

გლდანის საპყრობილის შესასვლელთან გაძლიერდა დაცვა. პატიმრების მშობლებმა მოითხოვეს იმ პირთა ამნისტია, რომლებიც შეყვანილნი არიან საპატრიარქოს მიერ 28 აგვისტოს მომზადებულ შესაწყალებელ პატიმართა ნუსხაში.

 

სტიდენტების ნაწილი ამ დროისთვის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან არიან შეკრებილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი