თეა წულუკიანის თქმით, გლდანის ციხეში პირველად ყოფნის დროს მასზე იძალადეს უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, სახელად ვიქტორიმ. ძალადობის შედეგად მას მოტეხეს ყბა. 2010 წლის ივლისში გლდანში ვაჟა ცხედიანმა, ალექსი თოლორდავამ, გიორგი ავსაჯანიშვილმა ჯგუფურად სცემეს პატიმარი, რის შედეგადაც ალექსანდრე უსოევს გაუსკდა ნაწლავი. მას მუცელზე აქვს ოპერაციისა და ცემის მრავლობითი კვალი.
ალექსანდრე უსოევმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პატიმრების წამება-ცემას თვალს ადევნებდა როგორც ბაჩო ახალია, ისე – ხათუნა კალმახელიძე.
ვისი ბრძანებით გაწამებდნენ?
დავით ჭაკუას ბრძანებით, გვეუბნებოდნენ დუბინკაზე დაჯექი, ბოთლზე დაჯექი.
რა სიხშირით ხდებოდა?
ყოველღამე… ორთაჭალის ციხე რომ დაიშალა და გლდანის ციხეში მივყავდით, თვითონ ბაჩო ახალაია იღებდა ეტაპს და მანდ იდგა სპეცრაზმი და სანამ შეხვიდოდი, ჰაერში იყავი.
ბაჩო ახალაია პირადად იღებდა მონაწილეობას?
კი, ბევრჯერ. გინდა ხათუნა კალმახელიძე, თვითონ შემოჰყავდა სპეცნაზი მაგას, მე-7 ზონაში, ქსანში. ცემის პროცესს, იდგა და უყურებდა. თვითონ ბაჩო ე. წ. მაყურებლებს სცემდა… ღამის 10 საათამდე ლოგინზე დაწოლის უფლება არ გვქონდა, სანამ შუქები არ გაითიშება. ხმაური, ერთმანეთში ლაპარაკი… შემოდიოდნენ, გვხოცავდნენ ცემით არაფრის გულისთვის. მით უმეტეს, თუ ახალი პატიმარია და კარანტინი იშლება…
ბაჩო ახალაიაზე უფრო დეტალურად რომ მოყვეთ…
აი, ასე აგწევდა და სახით ასფალტზე გარტყამდა, მეტი რა უნდა მოგიყვეთ. 20-კაციან საკნებში ტოვებდნენ 42-45 კაცს და ყოვე დღე ცემა-ტყეპაში ხარ.
მიზეზს რას ამბობდნენ?
არაფერს, უნდა გაგანახევროთო.
ცემის გამო პატიმარი გარდაცვლილა?
ბევრჯერ, მერაბ აფციაური, რეზო შამუევი და ისაკა თელია. ეს პატიმრები ნახეთ, რა დღეში არიან… თუ ბაჩო შემოდიოდა, 100 კაცი შემოჰყავდა. თუ ხათუნა შემოდიოდა, 6-7 პიკაპი შემოჰყავდა. თუ თამაზა იყო მელაძე, ბადრაგები იყვნენ.
კვალი გვაჩვენეთ ძალადობის.
ოპერაცია გამიკეთეს, ნაწლავი გამისკდა და აქ კიდევ დენით არის. სამკურნალო დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაში გლდანში, ეგრეთ წოდებულ რეზბალნიცაში გაკვეთის მაგიდაზე აბამენ, ატიტვლებენ და კრანს უშვებენ დილამდე მანდა, ვისაც სტრასბურგში აქვს საჩივარი დაწერილი. 2010-ში რეანიმაციაში ვიწექი და მოიყვანეს პერიტონიტით დაავადებული ადამიანი, ნაწლავი ჰქონდა გახვრეტილი. იმას არ ჰქონდა აღიარებით ჩვენება. ვაჟა ცხვედიანი, პირადად ერბეს დირექტორი ამოვიდა და ქირურგ ნიკა გრიგოლავას (გვარი ზუსტად არ მახსოვს) უთხრა, თუ ოპეაციას გააკეთებ, სამსახურიდან წადიო. საათნახევარში იმ კაცმა სული დალია. არჩევნების პერიოდში, 2008 წლის 5 იანვარს ჩვენ გაგვიყვანეს და ყველას გვითხრეს, რომ ხუთიანი შემოხაზეთო, თუ არ გინდათ აქედან პირდაპირ მორგში წახვიდეთო. ყალიჩავა იყო მაშინ ჩვენი ზედამხედველი. მაგან გვითხრა, ცხრათითას ეძახდნენ ზედმეტსახელდ.