ახალი ამბები

პატიმრები გლდანის საპყრობილედან: მიშა უნდა წავიდეს!

21 სექტემბერი, 2012 •
პატიმრები გლდანის საპყრობილედან:  მიშა უნდა წავიდეს!

“ყველაფერზე ვართ ინფორმირებული. არავითარი ბუნტი არ იქნება. მიშა უნდა წავიდეს! მაგას აწყობს ეს ბუნტი”, – განაცხადეს პატიმრებმა.

გლდანის მე–8 დაწესებულებაში შესულმა ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა პატიმრებს პირობა მისცა, რომ ძალადობის და წამების ფაქტები აღარ განმეორდება:  

“გარანტიას გაძლევთ, რომ თითს აღარავინ დაგაკარებთ და შეურაცხყოფას არავინ არ მოგაყენებთ. დამშვიდდით, გთხოვთ, ნუ ხმაურობთ, მე ვარ იმის გარანტი, რომ ამ ციხეში ყველგან სრული სიმშვიდეა და ასე იქნება ამიერიდან, ძალიან გთხოვთ, მესმის, რომ რთულია, მაგრამ დამაცადეთ, რომ ყველაფერი დავალაგო. ყველას გნახავთ”, –  მიმართა პატიმრებს ახალმა მინისტრმა.

გლდანის #8 საპყრობილეში ახალ მინისტრთან – გიორგი ტუღუშთან ერთად დღეს ჟურნალისტებიც შეუშვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი