“გაგვათავისუფლეთ ამ მკვლელებისგან, ისინი ისევ აქ რჩებიან. ესენი არიან: ზაზა ძიძიგური, მამუკა გოგია, ლავან სულაქველიძე. მხოლოდ ოლეგ ფაცაცია დაიჭირეს. ცემაში გვხდიდნენ სულს, გაგვათავისუფლეთ,”- ამბობს ერთ-ერთი პატიმარი მე-9 არხთან საუბარში.
პატირრები ამბობენ, რომ ბოლო 3 დღეა საპყრობილეში სიმშვიდეა.
“მაგრამ როგორც კი პატრული თვალს მიეფარება, მოდიან და ისევ გვემუქრებიან,” – აცხადებს პატიმარი.
პატიმრების განცხადებით, ადმინისტრაციის თანამშრომლები დღე–ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შედიოდნენ პატიმრებთან და სცემდნენ.
შეგახსენებთ, რომ ციხეში სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, გიორგი ტუღუში შევიდა. მინისტრთან ერთად ციხეში შესვლის საშუალება ჟურნალისტებსაც მისცეს.