ნინო ზურიაშვილის თქმით, მათ დაათვალიერეს კარცერი, სადაც ამ დროისთვის არც ერთი პატიმარი არ იმყოფება. ასევე საშუალება მიეცათ, გასაუბრებოდნენ პატიმრებს:
“პატიმრებს ვთხოვდით, დაესახელებინათ კონკრეტული გვარები ჯალათების, თუმცა არ დაასახელეს,” – ამბობს ნინო ზურიაშვილი.
მისივე თქმით, პატიმრებმა განაცხადეს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მათზე რაიმე ძალადობა არ ყოფილა, თუმცა წინა პერიოდში ადგილი ჰქონდა წამებისა და ძალადობის ფაქტებს.