ახალი ამბები

ადვოკატის ცნობით, პატიმრებმა ბუნტი გადაიფიქრეს

21 სექტემბერი, 2012 •
ადვოკატის ცნობით, პატიმრებმა ბუნტი გადაიფიქრეს

“ფერიცვალებაა ციხის თანამშრომლებში, დადებითაც არის შეცვლილი სიტუაცია, მდგომარეობა რამოდენიმე საათის წინ იყო ძალიან კრიტიკული, დაძაბული, შემდეგ გავრცელდა ხმები შესაძლო ბუნტის დაწყებასთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენ, ვინც შესულები ვიყავით, მოვუწოდეთ პატიმრებს, რომ დაწყნარებულიყვნენ, რასაც დათანხმდნენ და დამშვიდდნენ. ამ ეტაპზე ციხეში სიმშვიდეა, თუმცა პატიმრებს რადიო ისევ გამორთული აქვთ და ითხოვენ ჩართვას”, – განაცხადა ლალი აფციაურმა. მისი თქმით, ციხის გარე პერიმეტრზე, კორპუსებს შორის ტერიტორიაზე პატრულის თანამშრომლები შეინიშნებიან, ხოლო შიდა პერიმეტრზე არიან მხოლოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები:

“რაც შეეხება პატრულის თანამშრომლებს, იქ არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები, მე არ ვიცი, ვინ არიან ისინი, დრო არ დამრჩა ამის გასარკვევად, ხოლო გარე პერიმეტრზე არის ჩვეულებრივი ფორმიანი პატრული”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი