ახალი ამბები

ტუღუში: სამინისტროს თანამშრომლების დათხოვნა უკვე დავავალე

20 სექტემბერი, 2012 •
ტუღუში: სამინისტროს თანამშრომლების დათხოვნა უკვე დავავალე

“რა თქმა უნდა, პრობლემები იდენტიფიცირებული იქნება. ვაპირებ შიდა კონტროლის მექანიზმები გავაძლიერო, მექნება წვდომა ყველა დარღვევის ფაქტის შესახებ. ყველა ამ პრობლემას საჯაროს გავხდი. მე არ მოვედი იმისთვის, რომ ციხეების ინფრასტრუქტურა გავაუმჯობესო. მე ძალიან კარგად ვიცნობ ყველა პრობლემას. პირადად ვივლი დაწესებულებებში, არა დერეფნებში, არამედ საკნებში. ვაპირებ რამდენიმე ჩემი თანამშრომელიც მივიყვანო სამინისტროში, ვინაიდან დარმწმუნებული ვარ, რომ ისინი შიდა კონტროლს უზრუნველყოფენ. 

 

სია ჩამოვწერე და პირადად მოვითხოვე სად–ის ხელმძღვანელისგან, დაითხოვოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც ჩემს ანგარიშებში ფიგურირებდა. რა თქმა უნდა, გადავამოწმებ, რომ ჩემი ეს მოთხოვნა შესრულებული იყოს. 

 

წლის ბოლოს უნდა დავდოთ კონკრეტული შედეგები. სისტემაში სიკვდილიანობის მაჩვენებლები მინიმუმამდე უნდა შემცირდეს. გარდა ამისა, მოვითხოვ იმ საკანონმდებლო ცვლილებს, რომელსაც სახალხო დამცველი წლების მანძილზე ითხოვდა. 

 

ახალი მინისტრი პენიტენციურ სისტემაში ჯადნაცვის საკითხზეც საუბრობს და ამბობს, რომ ის სამოქალაქო ჯადნაცვასთან უნდა იყოს ინტეგრირებული. 

 

გარდა ამისა, ტუღუში ქუთაისის, ბათუმისა და თბილისის ნომერ პირველი საპყრობილეს დახურვას აპირებს. 

 

ამ და სხვა გემგების შესახებ შს ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა დავით პაიჭაძის გადაცემაში “დიალოგი” ისაუბრა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი