ომბუდსმენის აპარატის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში დესტაბილიზაციის, გარდაცვლილი და ნაცემი პატიმრების შესახებ.
“სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სად-ის დაწესებულებების მონიტორინგს. ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა”.