დღეს მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე-8 საპყრობილის ყოფილი მორიგე ინსპექტორის ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა.
პროკურატურის ცნობით, ბედუკაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ამავე უწყების განცხადებით, ბედუკაძემ პატიმართა წამებისა და ღირსების შელახვის კადრები გაავრცელა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იძებნება და დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებული.
ვლადიმერ ბედუკაძე ამ დროისთვის ბრიუსელში იმყოფება. მან ღიად განაცხადა, რომ ციხეებში პატიმართა წამება და ამ პროცესის ვიდეოზე გადაღება ბაჩო ახალაიას მითითებით ხორციელდებოდა.