ახალი ამბები

გიორგი ტუღუში ნაწამებ პატიმართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე საუბრობს

20 სექტემბერი, 2012 •
გიორგი ტუღუში ნაწამებ პატიმართა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციაზე საუბრობს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა, გიორგი ტუღუშმა, მინისტრად დანიშვნამდე რამდენიმე წუთით ადრე ტელეკომპანია იმედდთან ომბუდსმენის რანგში პატიმართა წამების ფაქტზე ისაუბრა. 

 

“როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არ იყო პრიორიტეტული ჩემი რეკომენდაციები. ამ სისტემას არ ექცეოდა ყურადღება და მინდობილი იყო სასჯელაღსრულების დეპატრამენტზე. თუ არ მოგვარდა ჯანდაცვა, მოპყრობა, რეფორმა ფუჭია. სახალხო დამცველის ანგარიშები ყველა მხარეს აძლევდა საფუძველს, ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ თითოეულ ფაქტზე. შესაცვლელია პერსონალი, დასასჯელია არაერთი პირი. მხოლოდ გლდანით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ის პირები, რომლებიც ასეთ სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარნენ, საჭიროა მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და კომპენსირება. ეს არის აუცილებელი ჩემთვის.”– აღნიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა.

 

გიორგი ტუღუში პრეზიდენტმა მინისტრად დღეს წარადგინა. მან ხათუნა კალმახელიძე შეცვალა, რომელიც გუშინ, 19 სექტემბერს პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. როგორც ტუღუში ამბობს, მისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.  

მასალების გადაბეჭდვის წესი