ამის შესახებ განცხადება სქართველოს პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე განთავსდა.
ამ წუთებში გლდანის მერვე საპყრობილესთან შეკრებილი ადამიანები გიორგი ტუღუშის მისვლას მოითხოვენ. მათი განცხადებით, სახალხო დამცველი ყურადღებას არ აქცევს საპყრობილესთან შეკრებილებს. “უკვე სამი საათია 24-ე ჯგუფი შესულია და 25 ჯგუფი ვერ შედის, სად არის ტუღუში, სძინავს”- განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა. გავრცელებული ინფორმაციით, გლდანის მერვე საპყრობილეს წყალი არ მიეწოდება. საპყრობილეში შესული იყო წყალკანალის წარმომადგენელი პაატა ჯანელიძე, რომლის განცხადებითაც ციხეს წყალი ნორმალურ რეჟიმში მიეწოდება.
გუშინ, 19 სექტემბერს, სახალხო დამცველის აპარტმა გაავცრელა განცახდება, რომ გიორგი ტუღუში საქართველოში არ იმყოფება და უახლოეს პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
“ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო მედიისა და სხვადასხვა პირების მიერ არაერთხელ დაისვა შეკითხვა, თუ რატომ არ გამოჩნდა პირადად სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვებებში. სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 18 სექტემბერს უნდა დაბრუნდებულიყო თბილისში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში პირადად გამართავს ბრიფინგს განვითარებულ მოვლენებზე, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას ამის საშუალებას მისცემს. სახალხო დამცველი 24– საათიან რეჟიმში ახორციელებს აპარატის მუშაობის კოორდინაციას და მუდმივ კონტაქტში იმყოფება მედიასაშუალებებთან”, – აცხადებდნენ საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის პრესსამსახურში გუშინ, 19 სექტემბერს.
სახალხო დამცველი პრესსამსახური, ნინო ერემაშვილი ამბობს, რომ გიორგი ტუღუში დღემდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმწვავდა, თუმცა დღეს დილით ის მაინც ჩამოვიდა.
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს.
“ჩემთვის მოულოდნელი იყო მინისტრად დანიშვნა. თუმცა მიმძიმს სახალხო დამცველი აპარატის დატოვება, სადაც 3 წელი ვიმუშავე. აქამდე არ მქონია იმის შესაძლებლობა, რომ ამ სისტემაში რამე გამომესწორებინა. სწორედ ამიტომ დავთახმდი, დიდი მოტივაცია იყო ის, რომ მომეცემა იმის საშუალება, უშუალოდ შევიტანო გარდატეხა და ხელი შევუწყო იმას, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში პრობლემები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. პრობლემები მხოლოდ პატიმართა უსაფრთხოების მხრივ არ ყოფილა, აქ იყო ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის პრობლემები.
როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის არ იყო პრიორიტეტული ჩემი რეკომენდაციები. ამ სისტემას არ ექცეოდა ყურადღება და მინდობილი იყო სასჯელაღსრულების დეპატრამენტზე. თუ არ მოგვარდა ჯანდაცვა, მოპყრობა, რეფორმა ფუჭია. სახალხო დამცველის ანგარიშები ყველა მხარეს აძლევდა საფუძველს, ადეკვატური რეაგირება მოეხდინათ თითოეულ ფაქტზე. შესაცვლელია პერსონალი, დასასჯელია არაერთი პირი. მხოლოდ გლდანით ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. ის პირები, რომელიც ასეთ სასტიკ მოპყრობას დაექვემდებარნენ, საჭიროა მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და კომპენსირება. ეს არის აუცილებელი ჩემთვის.”– აღნიშნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა ახალმა მინისტრმა.