სუბარის განცხადებით, კომახიძეს აქვს ინფორმაცია, რომ ამ კონსპირაციულ ბინებში იარაღის საწყობებია. მისი თქმით, თბილისში 20-მდე ასეთი დაკეტილი ბინაა, რომლებიც ახალაიას თავდაცვის მინისტრობის დროს შეიძინეს.
“რა არის ამ ბინებში იარაღის განთავსების მიზეზი, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ როგორც ვიმსჯელეთ, მივედით იმ დასკვნამდე, რომ მთავრობა აპირებს მორიგი სერიალების გადაღებას იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს “ქართული ოცნება” გადატრიალებას და არ სურს ქვეყანაში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება”, – აცხადებს სოზარ სუბარი.
სხვა დეტალებზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი სოზარ სუბარი არ საუბრობს.