მათ შორისაა ბათუმის ყოფილი მერი და ამჟამად დეპუტატობის კანდიდატი რობერტ ჩხაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე.
მათი თქმით, სიმბოლური აქციით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სოლიდარობას უცხადებს პატიმრებს.
შეგახსენებთ, პატიმრების ციხეში წამების ამსახველი ვიდეომასალა 18 სექტემბერს გავრცელდა, რის შემდეგაც სამოქალაქო საზოგადოების საპროტესტო აქციები საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.