აქციაზე სტუდენტებთან ერთად არიან ფაკულტეტის დეკანები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.
„ძირს ძალადობა!”, „გაიღვიძეთ!“ – ისმის შეძახილები ბათუმის აქციაზე. აქციაზე სტუდენტები მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, არ გამოიყენონ აქცია მათ სასარგებლოდ.
აქციაზე ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა ბათუმის უნვერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მხარში დაუდგება სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ ყველა ლექტორი უნდა იდგეს იქ, სადაც არიან სტუდენტები.
პატიმრების წამების წინააღმდეგ აქცია ბათუმში სტუდენტებმა გუშინაც გამართეს.