“ევროკავშირი შოკირებულია გლდანის საპყრობილეში პატიმართა მიმართ მოპყრობის შემაძრწუნებელი კადრებით. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს და სხვა ინციდენტები სიღრმისეულად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
პატიმართა მიმართ დამამცირებელი მოპყრობა ადამიანის უფლებათა დარღვევის უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორც ეს სახალხო დამცველის ანგარიშებშია მოხსენიებული. ჩვენ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველა ზომა გამოიყენოს ამ დარღვევების ეფექტური აღმოფრხვრისთვის”.