სახალხო დამცველის აპარატი ჯერჯერობით ვერ ადასტურებს ინფორმაციას ნაცემი პატიმრების შესახებ.
“საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები დღეს კვლავ განახორციელებენ ვიზიტს გლდანის #8 დაწესებულებაში და ადგილზე გადაამოწმებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პატიმართა ცემის თაობაზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ აღნიშნული პატიმრების სახელები და გვარები და ადგილზე ვეცდებით დავადგინოთ მათი ვინაობა,”- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გლდანის #8 საპყრობილედან გამოსული პატიმრების ოჯახის წევრები ნაცემ პატიმრებზე საუბრობენ.