საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
“ციხეებში პატიმრების წამების შესახებ გუშინ და დღეს მასმედიის საშუალებით გავრცელებულმა კადრებმა შეძრა სრულიად საქართველო. ეს არის როგორც ქრისტიანული მორალით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევა და ამას არ შეიძლება ქონდეს რაიმე გამართლება.
შექმნილი სიტუაციის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიდო ფოთის ახლად აშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევა და ახლო მომავალში დაგეგმილი ყველა სხვა საეკლესიო საზეიმო ღონისძიება.”
შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის კურთხევის დროს, ილია მეორემ გამოაცხადა ფოთის ახალაშენებული საკათედრო ტაძრის კურთხევის თარიღად 23 სექტემბერი და ამასთან დაკავშირებით მან ფოთში მიიწვია ოპოზიციისა და მთავრობის წარმომადგენლები, ისე, როგორც ბაგრატის გახნის დროს.