ახალი ამბები

საქართველოდან ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული 2016 წელს

5 დეკემბერი, 2016 • 1693
საქართველოდან ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული 2016 წელს

2016 წლის იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45 628 091 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 40%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 104 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 17%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, – ავრცელებს ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი (იგულისხმება ბოთლების რაოდენობა).

ექსპორტის ზრდის ტენდენცია წლის დასაწყისში დაფიქსირდა და თვეების მიხედვით ექსპორტირებულმა ღვინომ ნოემბერში მაქსიმუმს მიაღწია: იანვარი – 1 521 802 ბოთლი, თებერვალი – 3 009 754, მარტი – 2 877 640,  აპრილი – 3 862 589, მაისი -3 220 323, ივნისი – 4 327 983, ივლისი – 3 766 752,  აგვისტო – 3 793 843, სექტემბერი – 4 049 034, ოქტომბერი – 5 264 684 და ნოემბერი – 6 665 311 ბოთლი.

ღვინის ექსპორტის ცვლილება
Create line charts

სამინისტროს თქმით, ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე აშშ-ის და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

ჩინეთში ზრდამ შეადგინა – 128% (4 886 145 ბოთლი),  უკრაინა – 73% (5 179 454), ბელარუსი – 62% (1 060 806), რუსეთი –  48% (24 914 877), პოლონეთი – 47% (2  123 500), ესტონეთი – 37% (588 450), კანადა 30% (198 456), აშშ – 27% (294 382), დიდი ბრიტანეთი – 25% (87 428), ლატვია 15% (1 139 706),  იაპონია – 14% (144 126), ყირგიზეთი – 9% (202 666), გერმანია – 4% (270 176) და სხვა.

ამასთან, განვლილ 11 თვეში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 8 952 795 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 37%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია  20,14 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  20%-ია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 175,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. გასული წლის 11 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 133,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა – ზრდამ 31% შეადგინა, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი