“მთლიანად გადაერთე, როგორც იყო პოლიციის რეფორმა, ისე უნდა განხორციელდეს ამ სისტემაშიც. ეს გაცილებით პატარა სისტემაა, მაგრამ რთული სისტემა, როგორც გვაქვს ნულოვანი ტოლერანტობა დანაშაულის მიმართ, ასე უნდა იყოს ნულოვანი ტოლერანტობა ადამიანთა უფლებების დამრღვევთა მიმართ.”

პრეზიდენტმა დავალება მისცა პრემიერ-მინისტრს, მთლიანად გაწიონ ამ სისტემის ძველი თანამშრომლები და პენიტენციურ სისტემაში პატრულის თანამშრომლები უნდა შევიდნენ.
“ეს არის დროებითი ღონისძიება, სანამ იქ მოხდება გადახალისება, ტრენინგი, შეიყვანეთ პატრულის თანამშრომლები, ეს არის საგანგებო სიტუაცია. ყველაფერს განვაახლებთ და ფუნდამენტურად შევცვლით”.
პრეზიდენტის თქმით, არა მხოლოდ რეჟიმი, აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეიცვლოს.
“დაწყებული საშხაპეებიდან, თეთრეული როგორია, სანიტარული პირობები როგორია. პრობაციის სისტემა გავაფართოვოთ, რომ მაქსიმალურდ განვტვირთოთ ციხეები. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა მოხდა. შევქმნათ კომისია, ყველა ციხეში დავსვათ ომბუდსმენის თანამშრომელი, არა მხოლოდ რომ შევიდეს არამედ იქ იყოს მუდმივად. ფული დავუმატოთ, მთელი წლების მანძილზე გიორგი ტუღუში საუბრობდა ამ სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებზე და როგორც აღმჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ.”
მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ პრემიერ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილს და მთავარ პროკურორს დავით ზოდელავას შეხვდა.
“მთლიანად ეს სისტემა არის გასაუქმებელი, მთელი პენიტენციალური დეპარტამენტი მთლინად არის სარეორგანიზაციო, მთლიანად არის ახლებურად ჩამოსაყალიბებელი. მთლიანად არის გადასახალისებელი, როგორც თქვენ ეს გააკეთეთ პატრულში, ზუსტად ისე, როგორც თქვენ გააკეთეთ პოლიციაში.
პოლიციამ გადაცდომა ჩაიდინა და დავსაჯეთ. აქ გარე კონტროლი არ არსებობდა, ან ძალიან სუსტად არსებობდა. ეს არის კომპორომატების ომი, მაგრამ ეს ცდება საზღვრებს. ეს ყველაფერი მომზადებულია, მაგრამ შენ არ უნდა მისცე საბაბი, სისტემა არ უნდა იყოს მანიაკენბის ხელში და არ მოხდეს მისი მანიპულირება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.