“დათა აკობია, რომელმაც სავარაუდოდ ეს კადრები ჩაწერა, არის დაკავებული 03:20 წუთზე, ჩემი ინფორმაციით, დღეს მას სასტიკად გაუსწორდნენ. არის ნაცემი,” – აცხადებს ადვოკატი სალომე აბულაძე.
დათა აკობია არ ფიგურირებს იმ პირთა სიაში, რომელთა დაკავების შესახებაც ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია.