გავრცელებულ კადრებში ნაჩვენებია, როგორ აუპატიურებენ არასრულწლოვან პატიმარს.
გუშინ საღამოდან “მეცხრე არხი” და “მაესტრო” ავრცელებენ პატიმართა წამების კადრებს გლდანის მერვე საპყრობილეში. დღევანდელ მასალაში არასრულწლოვანთა წამებაა აღწერილი. “მე-9 არხის” ცნობით, კადრები მათ ვლადიმერ ბედუკაძამე მიაწოდა, რომელზეც გუშინ შსს-მ ძებნა გამოაცხადა.