სამინისტროს ვებ გვერდზე მინისტრის სპეციალური განცხადება გამოქვეყნდა, სადაც იგი აცხადებს, რომ შემაძრწუნებელია ის, რაც გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა, ვისი ორგანიზებულიც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი:

 

“ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
 
პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე, რა თქმა უნდა, მინდა პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება სრული სიმკაცრით”, – ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *