ახალი ამბები

გზის რა მონაკვეთებზეა უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებული

3 დეკემბერი, 2016 • 4098
გზის რა მონაკვეთებზეა უამინდობის გამო საავტომობილო მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვები დაწესებულია საავტომობილო გზებზე სხვადასხვა მიმართულებით:

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის   გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე მიზეზით აკძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისმოძრაობა კი თავისუფალია.

თოვისა და ლიპყინულის გამო,  ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით (დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია). ასევე, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის  კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი