ახალი ამბები

შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული მანქანით შეძლებენ – შსს

3 დეკემბერი, 2016 • 6973
შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული მანქანით შეძლებენ – შსს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ, – ავრცელებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური.

„ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, სამინისტროს  ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მორგებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე. ამჯერად მათ  უპრეცედენტო ინოვაციას ვთავაზობთ. ვფიქრობ, ეს სიახლე მათ მართვის მოწმობის აღების პროცედურას გაცილებით გაუადვილებს,“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. 

შსს-ის ცნობით, ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ, თუმცა მომავალში ყველა კატეგორიის შშმ პირს მიეცემა საშუალება, მართვის მოწმობის ასაღები პრაქტიკული გამოცდა ადაპტირებული ავტომანქანით ჩააბაროს. შსს-ის ცნობით, მომსახურების სააგენტოს ყველა რეგიონულ განყოფილებაშია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის ადაპტირებული გარემო შექმნილი და ისინი სასურველ მომსახურებას შეზღუდვების გარეშე იღებენ.

დღეს, 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუსთავში, შსს-ს მომსახურების სააგენტოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული ავტომანქანის პრეზენტაციაზე. 03.12.2016. ფოტო: შსს სამინისტროს პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი